გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი და გვარი: ფატიმა სიორიძე
საგანი: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
კლასი: IX კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა კლასში: 27
გაკვეთილის თემა: „მასშტაბური პროექტების ეპოქა...“
გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეები შეისწავლიან და გააანალიზებენ იტალიური რენესანსის წამყვანი დარგების დამახასიათებელ ნიშნებსა და მათ სპეციფიკას. განასხვავებენ რენესანსის ეპოქის სხვადასხვა პერიოდის ხელოვნების სტილურ მახასიათებლებს. შეაჯამებენ მიღებულ ცოდნას; განივითარებენ მაღალ სააზროვნო უნარებს(ანალიზი,სინთეზი, შეფასება).
ესგ: ს. გ.
IX. 6. ისაუბრებენ, რა ინფორმაცია მიიღეს რომელიმე ისტორიულ პერიოდზე იმავე პერიოდის ხელოვნების ნიმუშების გაცნობით.
შედეგი თალსაჩინოა თუ:
შეძლებს აღწეროს და გამოთქვას ვარაუდი ერთიდაიგივე მასალა, იარაღები და პრინციპი,როგორ არის, ან შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული სხვადასხვა პერიოდსა და კულტურაში გასხვავებული მიზნის მისაღწევად.
ს.გ.IX .7. შეძლებს დაასახელოს სხვადასხვა პერიოდისა და სტილის ნამუშევრების მსგავსი და განმასხვავებელი ნიშნები .შეადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიული პერიოდის ხელოვნებას რამდენიმე მახასიათებლის (სტილი, თემა, ჟანრი) მიხედვით.
წინარე ცოდნა: მოსწავლეებმა იციან
რენესანსი ეპოქის შესახებ; იციან რომელ საუკუნეში და რომელ ქვეყანაში ჩამოყალიბდა
ის.
გამოყენებული რესურსები:
სახელმძღვანელო, დაფა, ცარცი, ელექტრონული პრეზენტაცია, პროექტორი, ინტერნეტი.
გაკვეთილის მსვლელობა 45 წთ.
|
აქტივობის აღწერა
|
მეთოდი/მეთოდები
|
კლასის
ორგანიზების ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო
|
1.
|
გაკვეთილის A ფაზა _ გამოწვევა
მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზნებს. დაფაზე წარმოდგენილი მაქვს გონებრივი იერიშის რუკა.
საორგანიზაციო საკითხების მოგვარების შემდეგ ვიწყებ წინარე ცოდნის გააქტიურებას.
მოსწავლეებს ვეკითხები გაიხსენონ რას ნიშნავს ტერმინი „რენესანსი“? რომელი ქვეყნის რა პერიოდს უწოდებენ რენესანსის ეპოქას?
მოსწავლეებმა დაფაზე უნდა შეავსონ გონებრივი იერიშის რუკა, რის საფუძველზეც დავადგენ რა წინარე ცოდნა გააჩნიათ. მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ იტალიური რენესანსის პერიოდიზაცია და მისი ძირითადი დამახასიათებელი ნიშნები.
|
გონებრივი იერიში
|
საერთო საკლასო მუშაობა
|
სახელმძღვანელო;
რეპროდუქციები
|
5წთ
|
2
|
საშინაო დავალების გამოკითხვა- წინა გაკვეთილზე მივეცი დავალება მოეძიებინათ ინფორმაცია კვატროჩენტოს ეპოქის მხატვრების-ჯოტოს, მაზაჩოსა და დონატელოს შესახებ.
|
პრეზენტაცია
|
საეთო საკლასო მუშაობა
|
ლეპტოპი
პროექტორი
რვეული
კალამი
|
5 წუთი
|
3
|
ჯგუფური მუშაობა-კლასს ვყოფ სამ ჯგუფად ე.წ. ხელოვნების ექსპერტებად. თითოეულ ჯგუფს დავურიგებ სამი მხატვრის თითო-თითო ნამუშევარს და დავავალებ წარმოადგინონ ნამუშევრის მხატვრული ანალიზი.
თითოეულ ჯგუფს ექნება თავისი კონკრეტული სამუშაო თემა, რომელსაც წარმოადგენენ პრეზენტაციის სახით.
აქტივობის ბოლოს წარმოჩინდებიან -საუკეთესო პრეზენტატორი, საუკეთელო ანალიზი და წარმატებული გუნდი. გამარჯვებულებს გაკვეთილის ბოლოს შეფასების ნაწილში გადავცემ წამახალისებელ სიგელებს.
|
ჯგუფური მუშაობა
|
ჯგუფ
ური მუშაობა
|
რვეული,კალამი,რეპროდუქცია
|
15წთ
|
4
|
მოსწავლეთა მოსაზრებების მოსმენის შემდეგ მსჯელობას შემდეგი მიმართულებით წარვმართავ- ახალი თემის ახსნას დავიწყებ კითხვა -პასუხის რეჟიმში. დავსვამ შემდეგ შეკითხვებს-რა გსმენიათ აღორძინების ეპოქის ტიტანების-ლეონარდოს, მიქელანჯელოსა და რაფაელის შესახებ? შეგიძლიათ დაასახელოთ რომელიმე მათგანის ცნობილი ნიმუშები? რომელი ქვეყნიდან იყვნენ?
|
კითხვა-პასუხი
დისკუსია
|
საერთო საკლასო მიშაობა
|
ლეპტოპი
პროექტორი
|
5 წთ.
|
5
|
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის
კონსტრუირება
გაკვეთილის ამ ნაწილში მოსწავლეებს გავაცნობ მაღალი რენესანსის ეპოქის თავისებურებებს და სტილურ მახასიათებლებსა-ლეონარდოს, რაფაელისა და მიქელანჯელოს ნამუშევრების მაგალითზე. მოსწავლეებს ვუყვები სამი დიდი კლასიკოსის ნამუშევრების შინაარსს, მათი შექმნის ისტორიას და როგორ აისახა რენესანსის ეპოქის სტილი მათ შემოქმედებაში.
|
მინი ლექცია
|
მთელ კალსთან მუშაობა
|
სახელმძღვანელო, ლეპტოპი, პროექტორი
|
10წთ
|
6
|
გაკვეთილის С ფაზა _ რეფლექცია
გაკვეთილის ამ ნაწილში, კითხვა-პასუხის აქტივობით მივდივართ არგუმენტირებული მსჯელობისაკენ. შევაჯამებთ მიღებულ ცოდნას. დაფაზე წინასწარ გამოკრულია იტალიის რუკა, რომელზეც, შესაბამის ადგილზე მოსწავლეები საკუთარი ხელით მიაკრავენ განხილული ნამუშევრების აღმნიშვნელ სტიკერებს.
მიღებული ცოდნის შეჯამების შემდეგ მოსწავლეები ავსებენ სტიკერებს 3,2,1, სტრატეგიის გამოყენებით.
3 რამ,რაც დამამახსოვრდა.
2შეკითხვა რომელზეც მინდა მივიღო პასუხი.
1 ნებისმიერი სახის კომენტარი.
ამის შემდეგ ვაძლევ საშინაო დავალებად ესსეს „ჰარმონიის ეპოქა“.
|
სტრატეგია 3,2,1.
|
მთელ კლასთან მუშაობა
|
სტიკერები,რუკა
|
3წთ
|
7
|
შეფასება-შეფასებისას ყურადღებას ვაქცევ მოსწავლეთა და ჯგუფების ორგანიზებულობას(დროის ლიმიტის დაცვა,შემოქმედებითობა,თანამშრომლობა,ჯგუფებში მუშაობის დროს,გარვეული ეპოქის,შემოქმედის ან ხელოვნების ნიმუშის ანალიზში ან მის ირგვლივ მსჯელობაში მონაწილეობა.თვალსაჩინიოების და ტექნიკური საშუალებების გამოყენება.
შეფასების სქემას შემოგთავაზებთ დანართის სახით.
|
განმავითარებელი შეფასება, წინასწარ შემუშავებული სქემის მიხედვით.
|
შეფასების რუბრიკები
დუსკუსიის,პრეზენტაციის;
|
2წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
·
მოსწავლეები ლეონარდოს, რაფაელისა და მიქელანჯელოს შემოქმედების მაგალითზე შეძლებენ ამოიცნონ მაღალი აღორძინების ეპოქია დამახასიათებელი მხატვრული ნიშნები.
·
გაეცნობიან ნამუშევრების შექმნის ისტორიას. განუვითარდებათ კვლევა ძიების უნარი.
·
მოსწავლეები შეძლებენ მიღებული ცოდნის შეჯამებას.
·
მოსწავლეები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას, მხატვრულ ანალიზს თითოეული ნამუშევრის შესახებ.
·
მოსწავლეები მიიღებენ ინფორმაციას კვატროჩენტოს ეპოქის ხელოვნების შესახებ.
შეფასება:
პრეზენტაციის შეფასების რუბრიკა
პასუხობს თემას
|
1
|
ფლობს აუდიტორიას (იყენებს მიმიკა ჟესტიკულაცია, მიმიკას)
|
2
|
საუბრობს გამართული ენით და იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას
|
2
|
იყენებს განსხვავებულ წყაროებს
|
2
|
ადარებს მოვლენებს, ფაქტებს, საგნებს
|
1
|
იყენებს თვალსაჩინოებას
|
1
|
იცავს დროის ლიმიტს
|
1
|
ხელოვნების ნიმუშის ანალიზი შეფასების რუბრიკა
5-6
ქულა
--არ ამჟღავნებს ფაქტობტივი მასალის ცოდნას.
--ვერ ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
--ვერ ფლობს მსჯელობისათვის საჭირო ტერმინოლოგიას
--ფლობს ინფორმაციის მცირე ნაწილს
7-8
ქულა
----ამჟღავნებს თეორიული მასალის ნაწილობრივ ცოდნას
----პასუხები მოკლე და ნაკლებად არგუმენტირებულია
----სათანადოდ ვერ ფლობს მსჯელობისათვის საჭირო ტერმინოლოგიას
9-10 ქულა
-----ამჟღავნებს ფაქტობრივი მასალის სრულ და საფუძვლიან ცოდნას
-----ფლობს ხელოვნების ნიმუშზე მსჯელობისათვის საჭირო ტერმინოლოგიას
ხელმოწერა: ფატიმა სიორიძე
თარიღი:
No comments:
Post a Comment