სასწავლო პროექტი
სახელწოდება - ქრისტიანული ხელოვნება
პროექტის
მთავარი იდეა -
მოსწავლეები იცნობენ შუა საუკუნეების ხელოვნებას, იციან როდის შემოვიდა
ქრისტიანობა, რა გავლენა იქონია ხელოვნებაზე.
პროექტის
აქტუალობა/მნიშვნელობა:
პროექტის
განხორციელების შემდეგ მოსწავლეები შეძლებენ :
.
ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშები (ტაძარი, ფრესკები, ხატები და სხვ.)
.
განასხვაონ ქრისტიანული ტაძრების ტიპები.
.
ნახატისგან განასხვაონ ფრესკები, ხატები.
.
ამოიცნონ მშობლიური ქვეყნის ქრისტიანული კულტურის ძეგლები.
პროექტის
მიზნები - მოსწავლეები უკეთ გაეცნონ მსოფლიოსა და მშობლიური
ქვეყნის კულტურულ მემკვიდრეობას. იცოდნენ რა გავლენა იქონია ხელოვნების
განვითარებაზე ქრისტიანობამ.
მოსწავლეთა
ასაკი - 12-13 წელი. VIII კლასი
ვადების
ხანგრძლივობა - 2
კვირა
მოსალოდნელი
შედეგები/ რა შეიძლება შეიქმნას - მოვამზადებთ ელექტრონულ პრეზენტაციას და
ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის მაკეტს.
პროექტისათვის
საჭირო ძირითადი რესურსები -
ინტერნეტი, კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო, რეპროდუქციები, მუყაო.
პროექტის
მსვლელობა - ძირითადი აქტივობები
აქტივობა
1- საპროექტო თემის შერჩევა, ჯგუფის შერჩევა და ვადების განაწილება, შესაბამისი
კითხვების ჩამოყალიბება;
ა)
გაიხსენონ როდის გავრცელდა ქრისტიანობა;
ბ)
რა იციან ქრისტიანული ხელოვნების ძეგლების ( ტაძრების, ფრესკების, ხატების)
შესახებ;
გ)
კიდევ რა ნიმუშები იციან ქრისტიანული კულტურის;
აქტივობა
2 - ჩამოვაყალიბებ საპროექტო ჯგუფს. შეიმუშავებენ გეგმას, გაანაწილებენ დროს.
აქტივობა
3 - ერთად განიხილავენ მათ მიერ ინდივიდუალურად მოპოვებულ მასალას, აირჩევენ
საჭირო ინფორმაციებს, ფოტოებს, რეპროდუქციებს და სხვა საჭირო ნიმუშებს.
აქტივობა
4 - ნამუშევარს წარმოადგენენ ელექტრონული პრეზენტაციის სახით. მოამზადებენ მცირე
მოხსენებებს და დაამზადებენ ტაძრის მაკეტს.
მასწავლებელი
თვალყურს ადევნებს ჩართულობას, ინტერესს, თანამშრომლობას.
აქტივობა
5 - პროექტის პრეზენტაცია
მსმენელთა
წინაშე წარმოადგენენ ფოტო აუდიო და ვიდეო მასალას შესაბამისი კომენტარით (მცირე
მოხსენების სახით)
აქტივობა
6 - შეფასება
მასწავლებელი
აფასებს შეფასების სქემით, მოსწავლეები- ანგარიშის სახით.
კითხვები:
1 რამ გამოიწვია ყველაზე მეტი ინტერესი.
2
რას შეცვლიდით, დაამატებდით შემდეგში
შეფასების
რუბრიკა
კრიტერიუმი
|
დაბალი
|
საშუალო
|
კარგი
|
მაღალი
|
მსჯელობა
|
ვერ მსჯელობს პროექტთან
დაკავშირებით
|
მსჯელობს მაგრამ ვერ ახდენს აუდიტორიის
დაინტერესებას
|
მსჯელობს
საინტერესოდ
|
მსჯელობს გარკვევით და დამაჯერებლად
იწვევს საყოველთაო ინტერესს
|
ჯგუფური თანამშრომლობა
|
არ თანამშრომლობს
ჯგუფთან
|
ნაწილობრივ
თანამშრომლობს ჯგუფის წევრებთან
|
ჯგუფის წევრებთან აქვს კარგი ურთიერთობა
|
აქტიურად თანამშრომლობს ჯგუფის ყველა წევრთან
|
ინფორმაციის მოძიება
|
ვერ ახერხებს ინფორმაციის მოძიებას
|
არ ახდენს მასალის მოძიებას
|
ინფორმაციას მოიძიებს სრულად
|
სწრაფად და ორგანიზებულად ახდენს ინფორმაციის
მოძიებას
|
საგნებთან
/ საგნობრივ ჯგუფებთან / სგ-სთან კავშირი
ხელოვნება
ს.გ.VIII.1. მოსწავლეს შეუძლია შემოქმედებითად
გამოიყენოს სახვითი ხელოვნების ელემენტებისა და პრინციპების ცოდნა კონკრეტული
პრობლემის გადასაჭრელად ნამუშევრის შექმნისას.
შედეგი
თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს
ფერის გრადაციას, სხვადასხვა ტონალობას ნამუშევარში მოცულობის, სივრცის გადმოსაცემად;
·
ქმნის
დეკორატიულ ნამუშევარს გრაფიკული ხერხებით (მაგ. კონტურით, ხაზით, შტრიხით);
·
ქმნის სტილიზებულ მხატვრულ სახეებს;
·
მიზანმიმართულად
იყენებს კონტრასტულ და
მონათესავე ფერებს;
·
იყენებს ეფექტებს ასოციაციებისა და გრძნობების გადმოსაცემად.
ს.გ.VIII.6. მოსწავლეს შეუძლია მიმართოს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობის სხვადასხვა სტრატეგიას.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს
და აზუსტებს ინფორმაციას მომავალი პროექტის დასაგეგმად;
·
ანაწილებს გუნდში სამუშაოს/ფუნქციებს/მოვალეობებს;
·
ითვალისწინებს
და იყენებს გუნდელის/ების შესაძლებლობებს (პოტენციალს);
·
ეხმარება კლასელებს შემოქმედებითი და საორგანიზაციო სიძნელეების გადალახვაში;
·
ეხმარება
სხვებს კონკრეტული ამოცანის შესრულებაში და საჭიროების შემთხვევაში მათგან ითხოვს დახმარებას.
პროექტის
ხელმძღვანელი: ფატიმა სიორიძე
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: fatisioridze@gmail.com
No comments:
Post a Comment